შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
570
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 570

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ ხიდმშენი-99“ -ის, შპს „ საქართველოს სამხედრო გზის“ , შპს „ ხულოს საგზაო სამმართველოს“ , შპს „ გზამშენი-24“ -ისა და სს „ გზის მშენებელი № 11“ -ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

„ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გა­ცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე:

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ პუნქტით გან­სა­ზღვრული პირებისათვის გაცემული არა აქვს სა­სა­რ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აღნიშნული სამუშაოე­ბისათვის გათვალისწინებულ ტერიტორი­ებზე,  სა­სა­რ­გებლო წიაღისეულის მოპოვებისას ლიცენზიი­საგან  3 თვის ვადით გათავისუფლდნენ:

ა) შპს „ ხიდმშენი-99“ (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი – 1900 მ3, რიყის ქვა – 18000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გლოლასა და სოფ. უწერასთან მდ. ჭანჭახისა და მდ. რიონის კალაპოტიდან;

ბ) შპს „ საქართველოს სამხედრო გზა“ (სასარგებლო წია­ღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაო­დენობა: ქვის ლოდი – 4000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გველეთთან, მდ. ჩხერისა და მდ. თერგის  შესართავის ხეობიდან;

გ) შპს „ გზამშენი-24“ (სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვიშა-ხრე­შოვანი მასალა – 20 000 მ3) – სოფ. ტყვიავთან მდ. პატარა ლი­ახ­ვის კალაპოტიდან;

დ) შპს „ ხულოს საგზაო სამმართველო“ (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რა­ოდენობა: 1500 მ3 გრუნტის დამუშავება ბულდოზერით,  რიყის ქვა – 1200 მ3, 700 მ3 გრუნტის დამუშავება ექსკავატორით) – სოფ. განახლებასა და სოფ. გორას შორის არსებული მდ. სუფსის ჭალიდან;

ე) სს „ გზის მშენებელი № 11“ (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ბუნე­ბრივი ქვიშა-ღორღის მასალა – 6500 მ3) – სოფ. აბრამეთთან.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართ­ვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირველი პუნქ­ტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად განკარგუ­ლე­ბის ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეუთანხმოს იმ ტერიტორიების X და Y კოორდინატები, სა­დაც პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები გეგმავენ სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების განხორ­ციელებას.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლე­ბა აქვთ  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განახორციელონ მხო­ლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიების X და Y კოორდინატების შეთანხმების შემდეგ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია