საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 563
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ 2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის № 548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ 2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის № 548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. 2007/08 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განსაზღვროს ადგილობრივი მოსახლის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, დაბალი ზონის მოსახლეობისთვის არა უმეტეს 7 მ3, მაღალი ზონის მოსახლეობისათვის – არა უმეტეს 12 მ3 ; განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში მუდმივად მცხოვრები კომლებისათვის სათბობი შეშის გაცემა დასაშვებია 20 მ3-მდე. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი