„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 277

2007 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის № 1-1/829 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოხსენებული ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი  

კრებსითი — სრული ვერსია