საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 272
2007 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის № 70 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის № 70 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ ვ “ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ ვ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი ჭიდაობა – კრივის ინტეგრირებული დარბაზის მშენებლობისათვის. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი