საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 349
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, წურწუმიას ქ. № 14- ში მდებარე შენობის 383,39 კვ. მ ფართობისა (#82 საბავშვო ბაღი) და მასზე დამაგრებული 2641 კვ. მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ~ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. თბილისში, წურწუმიას ქ. № 14-ში მდებარე შენობის 383,39 კვ.მ ფართობისა ( № 82 საბავშვო ბაღი) და მასზე დამაგრებული 2641 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 14 ივლისის № 1-1/604 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი