საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 561
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ა. ხეთაგურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „ სააქციო საზოგადოებების „ ხრამჰესი I“ -ის და „ ხრამჰესი II“ -ის აქციათა მართვის უფლების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და „ ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოულდინგზ ბი. ვი“ -ს შორის 1999 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილ პირად განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 217 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი