საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 6
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
სს ,,ჭიათურმანგანუმისა“ და სს ,,ვარციხეჰესების კასკადის“ აქტივების გაყიდვის გარიგების რეალიზაციის პირობების შესახებ მემორანდუმის თაობაზე
ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2005 წლის 25 იანვარს საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახით, ხელს მოაწერს მემორანდუმს სს ,,ჭიათურმანგანუმისა“ და სს ,,ვარციხეჰესების კასკადის“ აქტივების გაყიდვის გარიგების რეალიზაციის პირობების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია