პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
343
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 343

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. პატარა ლიახვის ხეობაში არსებული მძიმე ეკონო­მიკური მდგომარეობისა და სპეციფიკური ვითარების გამო მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მიმდინარე წლის ივნის-დეკემბერში ანაზღაურდეს პატარა ლიახვის ხეობის მო­სახლეობის მიერ ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტსთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგ­ნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომ­პანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნ­ველყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია