„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
342
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 342

2006 წლის 14 ივლისი

  ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი № 10

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 1 446 780 ლარი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს გამოეყოს 1 446 780 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქობულეთის რაიონში ციხისძირის წყალსადენის მშენებ­ლობის დასაფინანსებლად 1 131 700 (ერთი მილიონ ას ოცდათერთმეტი ათას შვიდასი) ლარი;

ბ) ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოთა შესასრულებლად 315 080 (სამას თხუთმეტი ათას ოთხმოცი) ლარი. ”.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია