საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 549
2007 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სამუშაოების (კერძოდ: საპროექტო სამუშაოებისათვის – 200 000 (ორასი ათასი) ლარი; გზებისა და მოედნების ასფალტირებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი; ქ. სიღნაღის ქუჩების რესტავრაციისათვის – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი; წყალმომარაგების რეაბილიტაციისათვის – 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რესტავრაციისათვის – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი) მოკლე დროში შესასრულებლად „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი