საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 342
2006 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 10
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
განსახორციელებელი პროექტები
თანხა სულ – 1 446 780 ლარი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს გამოეყოს 1 446 780 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქობულეთის რაიონში ციხისძირის წყალსადენის მშენებლობის დასაფინანსებლად 1 131 700 (ერთი მილიონ ას ოცდათერთმეტი ათას შვიდასი) ლარი;
ბ) ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოთა შესასრულებლად 315 080 (სამას თხუთმეტი ათას ოთხმოცი) ლარი. ”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი