მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
541
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 541

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით და „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის საფუძველზე:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ზ. ჭეიშვილი) (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს 2 000 (ორი ათასი) მ3 საშეშე მერქნის ტყეკაფის გამოყოფა დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათი შეუფერხებელი გატარებისათვის სატყეო დეპარტამენტმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება დროებით, აღნიშნული ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე, მიენიჭოს სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია