„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
331
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 331

2006 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 33 063 993 (ოცდაცამეტი მილიონ სამოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის:”.

2. განკარგულების პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექ­ტებისათვის – 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, № 7 დანართის შესაბამისად.”.

3. განკარგულების № 7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,დანართი № 7

შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი

პროექტები

 თანხა სულ – 4 500 000 ლარი

გორის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 4 500 000 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 1. ქ. გორში  არსებული გზების რეაბილიტაციისათვის

1 440 000 ლარი, კერძოდ: დავით აღმაშენებლის გამზირი, სამგორის, წერეთლის, ყაზბეგის, ალ. ჯავახიშვილის, გარსევანიშვილის, ყიფი­ანის, ლომოურის, მ. ჯავახიშვილის ქუჩები და ასევე ცხინ­ვალის გზატკეცილზე არსებული ტროტუარის ასფალტის საფარით მოპირკეთება;

2. ზეღდულეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ზეღდულეთი-ბერშუეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;

3. შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 350 000 ლარი;

4. ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 390 000 ლარი;

5. ტყვიავის საკრებულოს ტერიტორიაზე, ფლავი-ფლავისმანის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 590 000 ლარი;

6. შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 930 000 ლარი;

7. ნიქოზის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 200 000 ლარი;

8. ვარიანის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 310 000 ლარი.”.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია