საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 535
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველო-იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 თებერვლის № 94 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველო-იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 თებერვლის № 94 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დამტკიცდეს საქართველო-იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა:
ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი აბდუშელიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ლაშა ახალაძე – შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურის “ გენერალური დირექტორი
ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორი
გრიგოლ ჭირაქაძე – შპს „ იუ-ჯი-თის “ გენერალური დირექტორი.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი