„საქართველოს ენერგეტიკული სისტემის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
264
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ენერგეტიკული სისტემის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 264

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ენერგეტიკული სისტემის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის № 1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს ენერგეტი­კუ­ლი სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბი­ლური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის № 1 გან­კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ენერგოსისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართვე­ლოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს არა უმეტეს 125 000 000 (ას ოცდახუთი მილიონი) ლარისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სს „ ენერჯი-ინვესტს “ (არა უმეტეს 3,3 მილიონი ლარისა), შპს „ მტკვარი ენერგეტიკას “ (არა უმეტეს 32 მილიონი ლარისა), სს „ იტერა-საქართველოს “ (არა უმეტეს 14,6 მილიონი ლარისა), შპს „ ყაზ-ტრანსგაზ-თბილისს “ (არა უმეტეს 58,6 მილიონი ლარისა) და შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას “ (არა უმეტეს 16,5 მილიონი ლარისა) სათანადო სასესხო ხელშეკრულებები მათ მიერ შესყიდული და ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის გაზრდილი საფასურის შედეგად საქართველოში ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდის დროე­ბითი კომპენსირების მიზნით. 2007 წლის 1 იანვრიდან სემეკის მიერ ტარიფების ცვლილებამდე სესხი გაიცეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა.ა) ელექტროენერგიის წარმოებისათვის შესყიდულ და მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე - 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე ;

ა.ბ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის დაბალი წნევის გაზსადენიდან არა უმეტეს 0,05 ატმოსფერული წნევით – 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე;

ა.გ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის 0,05-ზე მაღალი ატმოსფერული წნევით – 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე;

ბ) სასესხო რესურსის გაცემის დრო და მოცულობა განსაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი გაზის მოხმარების ბალანსების შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (ელექტროენერგიის მწარმოებლები; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს დაბალი წნევით; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს საშუალო და მაღალი წნევით), ხოლო დაფარვის პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ობიექტური გარემოებები:

ბ.ა) „ სესხის მიმღების “ მიერ ბუნებრივი აირის მოხმარე­ბის ოდენობა და, შესაბამისად, გამომუშავებული ელექტრო­ენერ­გიის მოცულობა, რასაც კანონმდებლობით ენერგობალანსებში ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ბ.ბ) „ სესხის მიმღებისათვის “ სესხის ვადებში მიწოდე­ბული ბუნებრივი აირის ღირებულება და მისი მოცულობა;

ბ.გ) სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთ წყაროს სესხის ვადებში წარმოადგენს „ სესხის მიმღებისათ­ვის “ დამტკიცებულ ტარიფში (ადგენს სემეკი) გაზის კომპონენტის გაანგარიშებისას მიღებული ბუნებრივი გაზის ფასი და მისთვის სესხის ვადებში მიწოდებული და „ სესხის მიმღების “ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებუ­ლე­ბებს შორის დადებითი ფასთა სხვაობა;

გ) თუ ზემოაღნიშნული პირობებიდან ნებისმიერი ერთის, ან მათი ნებისმიერი კომბინაციის შეუსრულებლობა შეუძლე­ბელს ხდის ან ართულებს სესხის გასტუმრებას და/ან მის გასტუმრებას სრულად და დათქმულ ვადებში, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი პირობის შეუსრუ­ლებ­ლობის შემთხვევაში სესხის დაუბრუნებლობას სესხის ვადებში არ მიიჩნევს სასესხო ხელშეკრულების დარღვევად „ სესხის მიმღების “ მხრიდან, თუ მიმღები აღნიშნულის შესახებ 10 კალენდარული დღით ადრე აცნობებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. ამგვარი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა კისრულობს ვალდებულებას გადახედოს სესხის ვადებს და „ სესხის მიმღებთან “ შეთანხმებით მოახდინოს სესხის დაფარვის ვადების ცვლილება იმგვარად, რომ არ მოხდეს „ სესხის მიმღების “ პირობების გაუარესება. ასეთი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა შეიკავებს თავს რაიმე მოქმედებისაგან „ სესხის მიმღების “ საწინააღმდეგოდ, გამომდინარე ხელშეკრულების პირობებიდან;

დ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგე­ტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია