საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 255
2007 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთარობასა და შპს „ ჯორჯიან-ურბან ენერჯის“ შორის გასაფორმებელი მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ ჯორჯიან-ურბან ენერჯის “ შორის საქართველოში ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი მემორანდუმი.
2. „ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მაისის № 324 ბრძანებულების შესაბამისად ზემოაღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი