საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
243
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 24 3

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა სრულად განხორციელებისათვის გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი).

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ სიღნაღის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარე­ზერ­ვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის № 232 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია