საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 326
2006 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის № 202 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის № 202 განკარგულება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი