სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა) მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა) მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 240

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა) მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ოზურგეთის რაიონის გამგეობის წინადადება (ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 სექტემბრის №216 და 12 ოქტომბრის №228 დადგენილებები), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენ­დაცია (კომისიის 2006 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმი №13) და ოზურგეთის რაიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის, ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის, ზღვისპირის სატყეო უბნის პირველი კვარტალის ლიტერი №1 – 8 ჰა , მე-2 კვარტალის ლიტერი №1, 2, 3 – 9.68 ჰა, მე-3 კვარტალის ლიტერი №1, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 21, 22, 25, 29 – 24.2 ჰა, მე-4 კვარტალის ლიტერი №9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25 – 36.5 ჰა, მე-5 კვარტალის ლიტერი №1, 3, 6, 10, 11, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30 – 34.04 ჰა, სულ – 112.42 ჰ ა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან და ჩაირიცხოს სახელმწიფო საკუთრების მიწის ფონდში საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექ­ტების მშენებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მოახდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) მიიღოს გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ფართობების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის თაობაზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია