საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 238
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის 18–21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველის პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
რუსუდან კლიმიაშვილი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს გიორგი წერეთელს – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
3. კომისიამ უზრუნველყოს შესაბამის ორგანიზაციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის საქართველოში ჩასატარებლად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყონ „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ხარჯების გათვალისწინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრულ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი