სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
266
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2025-06-20
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017433
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 266

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის, მათ სისტემაში შე­მა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების, სა­ქარ­თველოს პარლამენტის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმ­წიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რივი ავტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე­ბე­ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზ­ნით, შეიქმ­ნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემა­დ­გენლო­ბით:

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

4. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

5. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

14. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

15. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

16. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29  ოქტომბრის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 30 .10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის დადგენილება №99 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №158 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №404 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №419 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №529 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 23.06.2025წ.

მუხლი 2
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.

2. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №529 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.

მუხლი 3
კომისიამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე:

ა) შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც უზ­რუ­ნ­ველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის გზით სამსა­ხუ­რებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექ­ტია­ნობას;

ბ) ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენის მიზნით მოამზადოს სა­ქარ­თველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზ­ღ­ვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავ­ტო­მანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდე­ბო­ბ­რივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავ­­ტო­მობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებ­რივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

მუხლი 4
კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავ­მჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტი­ლე­ბა მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კო­მი­სიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გა­ყო­ფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია