საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
472
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 472

2006 წლის 7 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) უზრუნველყოს „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებუ­ლი საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხა­ზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის  350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარის გამოყოფა ზემო აფხაზეთის უღელტეხილისა და შიდა გზების ფუნქციონირებისათვის ტექნიკის შესაძენად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მ. აკიშ­ბაიას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია