საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 471
2006 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის რაიონის გამგეობას გამოუყოს 61 550 (სამოცდაერთი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი ონის რაიონში წყალსადენის სათავო ნაგებობების მშენებლობის გასაგრძელებლად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი