„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
469
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №469

2006 წლის 7 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარ­გულებაში და №2 დანართის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს” ქვეპუნქტი:

,,ს) ტაშკენტისა და ლეონიძის, თოდრიასა და კლდია­შვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაზიანებული გზის საფარის კაპიტალური შეკეთება, აგრეთვე მე-16 მიკრორაიონში №8 საშუალო სკოლამდე და მე-7 მიკრორაიონში ინტეგრირებულ სკოლა-ბაღთან მისასვლელი გზის საფარის კაპიტალური შეკეთება.”.

პრემიერ-მინისტრი                                                   ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია