„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5799
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-25
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.003.129
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ.43) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია – 600 ლარი;

ბ) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია ექსპერტიზის საფუძველზე – 350 ლარი;

გ) რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაცია – 450 ლარი;

დ) პესტიციდების შემოკლებული ვადით (დროებითი) რეგისტრაცია – 500 ლარი;

ე) პესტიციდების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი;

ვ) აგროქიმიკატების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია – 150 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 7 მარტი.

№5799–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია