საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 228
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის № 65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის № 65 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. განკარგულების პირველი პუნქტის „ კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ კ) კახეთის რეგიონში მდინარეების კაბალისა და დურუჯის კალაპოტების რეგულარული გაწმენდის სამუშაოებისათვის ტექნიკის შესაძენად – 1 794 000 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი; “ .
2. განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ კ1 “ ქვეპუნქტი:
„ კ1) ახმეტის რაიონში ხევების რეგულარული გაწმენდის სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად – 476 000 (ოთხას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი; “ .
3. განკარგულების პირველი პუნქტის „ ნ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რ ედაქციით:
„ ნ) დაბა დუშეთში მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად – 340 000 (სამას ორმოცი ათასი) ლარი; “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი