საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 2. ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის " სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"; საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 3. შესყიდვების სამმართველოს უფროსი
შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" და საქართველოს კანონის " საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 4. შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 5. შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი
შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 6. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი
ორგანიზაციებისა და პროგრემების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ფინანსების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (etreasury.ge), ბიუჯეტის ელექტრონული სისტემისა(ebudget.ge) და ორისის მენეჯერის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 7. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუ 2 წლიანი - ფინანსურ სფეროში;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", სქართველოს კანონი "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
|