„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 233 

2006  წლის  31  მაისი 

ქ. თბილისი

„ადამიანით  ვაჭრობის  (ტრეფიკინგის)  წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ”  საქართველოს  კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ  ზოგიერთ ღონისძიებათა თაობაზე

1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა დროულად რეალიზების მიზნით ამავე კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად 2006 წლის 1 აგვისტომდე დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს ადამიანით ვაჭრო­ბის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, საკოორდინაციო საბჭოში პირის წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან მისი გამოყვანის, საქმიანობის წესისა და შემადგენლობის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია