სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
220
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 220

2006 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელ­მწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქო­ნება დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში

გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

№

დასახელება

მისამართი

შენობის

ფართობი კვ.მ

დაკავებული

მიწის ფარ-

თობი კვ.მ

საწყისი

საბალანსო

ღირებულება

 ლარი

ნარჩენი

საბალანსო

ღირებულება

  ლარი

1.

სალიბაურის

სამთავრობო

რეზიდენცია

ხელვაჩაურის

რაიონი, სოფელი სალიბაური

1197,7

177400

მონაცემი

არ არის

1287742

(შეფასებულია

აუდიტის მიერ,

გათვალისწინებუ - ლია მიწის

ნაკვეთის ღირებულებაც)

2.

საქართველოს

პედაგოგთა

კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ბათუმის ლიკვიდირებული

ინსტიტუტის

შენობის ფართობი და წილობრივად და

მაგრებული მიწა

ქ. ბათუმი,

ლ. ასათიანის/

რუსთაველის

ქ № 1-29

1212,95

810 საერთო

საკუთრების

1212,95/1309,72

ნაწილი

24913

18275

 

 

კრებსითი — სრული ვერსია