დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
215
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 215

2006 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ

1. შეიქმნას გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის – საქარ­თველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, სპორტის დამსა­ხურებული ოსტატის, ყოფილი საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალრის დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი (კომისიის თავმჯდომარე), გიორგი გაბაშვილი, გიორგი გალდავა, კახა გეწაძე, ვლადიმერ ვარძელაშვილი, ემზარ ზენაიშვილი, ლუკა კურტანიძე, დავით ნამგალაური, გურამ საღარაძე, რობერტ შავლაყაძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, ლერი ხაბელოვი, მზია ჯუღელი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დავით ციმაკურიძის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გასაწევად.

 

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია