საქართველოს მთავრობის
განკარგულება №189
2007 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. დამტკიცდეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ნიკოლოზ აბუაშვილი – შპს „ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორის მოადგილე
ოთარ ბუბაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
სერგი მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
მარიამ რაქვიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ლაშა ჭკადუა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე