საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 186
2007 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
1. სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობისა და გადაუდებელ რეაბილიტაციის სამუშაოთა მაღალხარისხიანად შესრულების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად „ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის “ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებებათა ფარგლებში და პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ – საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს სახელმწიფო 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ბალანსზე არსებულ ქონებაზე გაწეული სამუშაოების შესახებ.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი