საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №185

2007 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად , საქართველოს მთავრობისათვის მიცემულ დავალებათა შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს საბაჟო კოდექსის 150 -ე, 154-ე და 155-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2521-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებათა პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა:

ა) „ წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნისა და თავისუფალი საწყობის მოწყობის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესების შესახებ “ ;

ბ) „ თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შენახვის ვადების შესახებ “ ;

გ) „ თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობის სახეობაზე აკრძალვების ან შეზღუდვების დაწესების შესახებ “ ;

დ) „ დღგ- ი ს თანხის დაბრუნების წესის, კრიტერიუმების და იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2521-ე მუხლი “ .

 2. საქართველოს ლტო ლ ვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) „ საქარ თ ველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და „ ქართული დიასპორის დღის “ დაწესების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №127 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს „ 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) „ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ “ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს „ სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს „ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (კ. ბენდუქიძე) „ ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად უზრუნველყონ „ წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის №737 ბრძანებულების შესაბამისად უზრუნველყოს „ ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტისა და „ ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):

ა) „ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ “ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში მოქმედი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით , საქართველოს კანონების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ “ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებების სპეციალური გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია