საქართველოს მთავრობის
განკარგულება №175
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №123 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №123 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გამოუყოს 1 740 590 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცი ათას ხუთას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით და 965 412 (ცხრაას სამოცდახუთი ათას ოთხას თორმეტი) ლარი სააქციო საზოგადოება „ ჭიათურმანგანუმის “ მუშაობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად. “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი