საქართველოს მთავრობის
განკარგულება №174
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონშ ი, შავთელის ქ. №13-ის მიმდებარედ, 77 კვ.მ მიწის ნაკვეთის „ მარიონეტების თეატრისათვის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ნებართვის მიცემის თაობაზე
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს ნებართვა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონ შ ი, შავთელის ქ. №13-ის მიმდებარედ, 77 კვ. მ მიწის ნაკვეთის „ მარიონეტების თეატრისათვის “ დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი