|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/10/2013. 010320040.22.032.016123) დამტკიცებული №3 დანართის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან აგრარული);“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|