საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
73-უ.ს.შ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-22
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

საქართველოს   კონსტიტუციის  67- ე   მუხლის   შესაბამისად ,   საკანონმდებლო   ინიციატივის   წესით  ` პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ ~   საქართველოს   კანონის   პროექტის   საქართველოს   პარლამენტში   წარდგენის   თაობაზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს :

1. საქართველოს კონსტიტუციის 67- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი ` პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ~.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე .

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე .

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                            ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი ,

2013 წლის 17 ოქტომბერი

#73- უ . ს . შ . ს .

 


 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ  

 

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , #12, 24.03.2010, მუხ . 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -16 მუხლის მე -6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

`6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის , საქართველოს პარლამენტის წევრის , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრების , სასამართლოს , ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს , საერთაშორისო ორგანიზაციის , რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , საქართველოს სამინისტროს , დეპარტამენტის , ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების , საქართველოს სახალხო დამცველის , დამცველის , პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის / მსჯავრდებულის განცხადება , მოთხოვნა და საჩივარი .~.

2. მე -60 მუხლის პირველ ნაწილს „ ბ ~ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ 1 ~ ქვეპუნქტი :

„ ბ 1 ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ;~.

3. 82- ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

` შენიშვნა : დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის ` ი ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე , რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტის წევრი , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები , სასამართლო , ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო , საერთაშორისო ორგანიზაცია , რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , საქართველოს სამინისტრო , დეპარტამენტი , ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები , საქართველოს სახალხო დამცველი , დამცველი , პროკურორი .~.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან .

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     

ქუთაისი ,

2013 წლის

#

 

განმარტებითი ბარათი

„პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ “  

საქართველოს   კანონის   პროექტზე  

ა ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა . ა ) კანონპროექტის მიღების მიზეზი :

კანონპროექტის მიღების მიზეზია ` პატიმრობის კოდექსში ~ ავტონომიებთან მიმართებაში საჭირო ცალკეული ნორმების არარსებობა .

ა . ბ ) კანონპროექტის მიზანი :

კანონპროექტის მიზანია ` პატიმრობის კოდექსში ~ ავტონომიებთან მიმართებაში საჭირო ნორმების მიღება .

ა . გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი :

წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის , ემატება და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე -16 მუხლის მე -6 ნაწილის , მე -60 მუხლის პირველი ნაწილის ` ბ 1 ~ ქვეპუნქტი და 82- ე მუხლის ` შენიშვნა ~ .

კანონის მე -16 მუხლის მე -6 ნაწილის შესაბამისად ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმოწერისას პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის , საქართველოს პარლამენტის წევრის , სასამართლოს , ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს , საერთაშორისო ორგანიზაციის , რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , საქართველოს სამინისტროს , დეპარტამენტის , საქართველოს სახალხო დამცველის , დამცველის , პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის / მსჯავრდებულის განცხადება , მოთხოვნა და საჩივარი . ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების კონსტიტუციურ - სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე , მიზანშეწონილია კანონპროექტის მე -16 მუხლის მე -6 ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ჩამონათვალს დაემატოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები .

კანონპროექტის მე -60 მუხლის პირველ ნაწილს ემატება ` ბ 1 ~ ქვეპუნქტი , რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობას . აღნიშნული ნორმა უმაღლესი საბჭოს წევრების წინადადების საფუძველზე 2005 წლიდან შეტანილი იყო და მოქმედებდა პატიმრობის კოდექსში (52- ე მუხლი , მიღების თარიღი 22.07.1999 წელი , #2263), რომელიც დღეს ძალადაკარგულია და , სამწუხაროდ , აღნიშნული ნორმა კანონის მოქმედ რედაქციაში შეტანილი არ არის . ასევე მინისტრის ბრძანებაც არ ითვალისწინებს თანამდებობის პირთა ჩამონათვალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და შესაბამისად მისთვის და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობის უფლების მინიჭებას .

პროექტის 82- ე მუხლის ` შენიშვნა ~ ყალიბდება ახალი რედაქციით ( მე -16 მუხლის მე -6 ნაწილიდან გამომდინარე ) და დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ კორესპონდენციაზე , რომლის ადრესატი ან ადრესანტი , სხვა პირებთან / ორგანიზაციებთან ერთად , იქნებიან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები , ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები და ან ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები . ამ პირებს , როგორც წესი , ხშირი ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და მათთვის მიმართვის უფლება ისევე უნდა ჰქონდეთ მსჯავრდებულებს , როგორც აქვთ ეს უფლება ` პატიმრობის კოდექსის ~ შესაბამისად პარლამენტის წევრებისა და სამინისტროებისათვის მიმართვისას .

ბ ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ . ა ) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო .

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან .

ბ . ბ ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე .

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე .

ბ . გ ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე .

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე .

ბ . დ ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები .

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს .

ბ . ე ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება .

კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია .

ბ . ვ ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი ( პრინციპი ) .

კანონპროექტით არ ხდება გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა .

გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ . ა ) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან .

არ არის მიმართებაში ევროკავშირის დირექტივებთან და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს .

გ . ბ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან .

არ არის მიმართებაში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან .

გ . გ ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან .

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს .

დ ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ . ა ) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან / და საერთაშორისო ორგანიზაცია ( დაწესებულება ), ექსპერტები , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში ;

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ .

დ . ბ ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ( დაწესებულების ) ან / და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში ;

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ .

ე ) კანონპროექტის ავტორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე .

ვ ) კანონპროექტის ინიციატორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო .

პატიმრობის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

მუხლი 16. ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმოწერა

1. ბრალდებულს / მსჯავრდებულს უფლება აქვს , შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით , გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

2. ბრალდებულის / მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას , აგრეთვე ბრალდებულის / მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ( შემდგომში – ადმინისტრაცია ). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის / მსჯავრდებულის ხარჯით .

3. ადმინისტრაცია ბრალდებულს / მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით .

4. ბრალდებულის / მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას , რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას , კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე , ხოლო უკიდურეს შემთხვევაში , დასაბუთებული ვარაუდისას , თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება , რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს , საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს , ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა , რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს .

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის / მსჯავრდებულის თანდასწრებით . აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას , შინაარსის გაცნობის გარეშე .

6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის , საქართველოს პარლამენტის წევრის , სასამართლოს , ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს , საერთაშორისო ორგანიზაციის , რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , საქართველოს სამინისტროს , დეპარტამენტის , საქართველოს სახალხო დამცველის , დამცველის , პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის / მსჯავრდებულის განცხადება , მოთხოვნა და საჩივარი .

მუხლი 60. პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ :

ა ) საქართველოს პრეზიდენტი ;

ბ ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი ;

გ ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები ; 

დ ) საქართველოს სახალხო დამცველი ;

ე ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები ;

ვ ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები .

2. პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი .

3. დაუშვებელია პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეო - და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე . ნებართვას გასცემს დეპარტამენტის თავმჯდომარე .

4. ბრალდებულის / მსჯავრდებულის ფოტო -, კინო -, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის / მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით .

მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია :

ა ) გაფრთხილება ;

ბ ) საყვედური ;

გ ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით ;

დ ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით ;

ე ) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით ;

ვ ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით ;

ზ ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით .

თ ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით ;

ი ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება - გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით ;

კ ) პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით ;

ლ ) ფულადი გზავნილის მიღება - გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით ;

მ ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6- ჯერ .

2. ორსული ქალების , მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ვ “ და „ ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები .

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი .

შენიშვნა : დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე , რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტის წევრი , სასამართლო , ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო , საერთაშორისო ორგანიზაცია , რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე , საქართველოს სამინისტრო , დეპარტამენტი , საქართველოს სახალხო დამცველი , დამცველი , პროკურორი .

 

კრებსითი — სრული ვერსია