საქართველოს მთავრობის
განკარგულება №45 7
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ რუსთავის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ქალაქ რუსთავის ბიუჯეტს გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი ქალაქის საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. მელიქიშვილს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი