საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 455
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის № 1-1/979 ბრძანების № 3 დანართი).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი