ქ. თბილისში, „ვარდების რევოლუციის” სახელობის მოედნისა და რუსთაველის გამზირის №37-ის (ე. წ. მელიქ აზარიანცის სახლი) მიმდებარე მიწის ნაკვეთის, მ. ჯავახიშვილის, რ. თაბუკაშვილის ქუჩებსა და „ვარდების რევოლუციის” მოედანს შორის არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
166
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისში, „ვარდების რევოლუციის” სახელობის მოედნისა და რუსთაველის გამზირის №37-ის (ე. წ. მელიქ აზარიანცის სახლი) მიმდებარე მიწის ნაკვეთის, მ. ჯავახიშვილის, რ. თაბუკაშვილის ქუჩებსა და „ვარდების რევოლუციის” მოედანს შორის არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 166

2006 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, „ვარდების რევოლუციის” სახელობის მოედნისა და რუსთაველის გამზირის № 37-ის (ე. წ. მელიქ აზარიანცის სახლი) მიმდებარე მიწის ნაკვეთის, მ. ჯავახიშვილის, რ. თაბუკაშვილის ქუჩებსა და „ვარდების რევოლუციის” მოედანს შორის არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს ნებართვა, რომ კონკურსის წესით განკარგოს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირის № 37-ში მელიქ აზარიანცის შენობასა და გასართობ სავაჭრო კომპლექს „სავანეს” შორის ე. წ. „თაღების” დემონტაჟით გამოთავისუფლებული 1004 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ასევე მ. ჯავახიშვილის, რ. თაბუკაშვილის ქუჩებსა და „ვარდების რევოლუციის” სახელობის მოედანს შორის არსებული 3700 კვ. მ მიწის ნაკვეთი.

 

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია