საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 451
2006 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის გამზირის №381-ში სს „ ტყიბულნახშირის” ჩრდილოეთის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გაცემის ნებართვის მიცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ქობულეთის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა (ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 23 აგვისტოს №70 დადგენილება), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 23 ივნისის სხდომის ოქმი №5) და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად მიეცეს მას ქ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის გამზირის №381-ში სს „ ტყიბულნახშირის” ჩრდილოეთის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „ კმგ-სერვის საქართველოსათვის” პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის ნებართვა.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) მოამზადოს და წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შპს „ კმგ-სერვის საქართველოსათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი