საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 155
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს წლის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის ზინაიდა ბესტაევას ბინის ქირის ასანაზღაურებლად გამოუყოს 8 700 (რვა ათას შვიდასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი