1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 1998 წ., №3, მუხ.73) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების I თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნისა და აღმშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.“.
|