საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1442
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარგულებაში ტექნიკური უზუსტობის გასწორების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ , განკარგულების დანართში მითითებული სოფელი ქსოვრისის ნაცვლად მიეთითოს სოფელი ზედა (ზემო) ქსოვრისი.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი