სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1441
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016107
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1441  

 2013   წლის   9   ოქტომბერი 

 ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ

1.„ადგილობრივითვითმმართველიერთეულისქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე - 6მუხლის შესაბამისადდა„ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი ( განუსხვისებელი ) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსპრეზიდენტის2005წლის8აგვისტოს№687ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2013 წლის 25 სექტემბრის №5/29344 ; 2013 წლის 27 სექტემბრის №5/29672)მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში მდებარე 1088.76მ ხაზოვანი ნაგებობის (გარე განათების ელექტროგადამცემი ხაზი) (ს/კ№72.00.358) და დანართში მითითებული უძრავი ქონებ ის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ -მინისტრიბ . ივანიშვილი

 

დანართი

№

მისამართი

შენობა-ნაგებობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი №

1

მცხეთა, სოფელი ქსოვრისი

№1, გაშენების ფართი - 299.01 კვ.მ.

4471 კვ.მ.

72.01.03.050

2

ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. №7

№1

2487 კვ.მ.

72.07.04.152

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია