„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
345
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-31
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016577
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 345

2013 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებ-გვერდი, 31.07.2012, 230210000.22.033016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. (ამოღებულია - 31.03.2014, N101). 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.

2. (ამოღებულია - 31.03.2014, N101). 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.

3. 90-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:

 ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში:

 ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;

ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან);

 ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.“.

4. 91-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„1.  „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 კალენდარული თვის განმავლობაში.“.

5. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება

1. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 კალენდარული თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას − სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 კალენდარული თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 კალენდარული თვის შემდეგ და 1 კალენდარული წლის შემდეგ.

2. „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11 ან/და მე-19-21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, 50 000 ლარის ან მეტი ოდენობით საგადასახადო დავალიანების არსებობა ან კონტრაფაქციული საქონლის პარტიის აღმოჩენა წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება.

4. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 21.01.2014 წ.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №361 - ვებგვერდი, 31.10.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



დანართი №XII-01
                                                                                                                  (ამოღებულია - 31.03.2014, N101)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.

,

კრებსითი — სრული ვერსია