„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-22
სარეგისტრაციო კოდი
390010000.22.023.016207
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №82

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3  მუხლის  „დ“  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად);“.

2.  დებულების მე-6  მუხლის  „გ“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;'.

3. დებულების  დანართი №1-ის მე-3  მუხლის  „ბ“  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;“.

4. დებულების  დანართი №1-ის მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტერიტორია დადგენილი წესით იყოფა სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად  და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად). სატყეო უბანს ხელმძღვანელობს სატყეო უბნის უფროსი. სატყეო უბნის უფროსის დაქვემდებარებაში არიან ტყის მცველები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

კრებსითი — სრული ვერსია