,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016045
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №17

 201 3 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №8, 2.04.2007წ., მუხლი 27) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და 2 მოადგილე.“.

2. დებულების მე-5 მუხლის ,,ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველო, რომელიც შედგება ტყის მართვის, ეკონომიკური განყოფილებისა და სატყეო უბნისაგან.

სატყეო სამმართველო, ზემო აფხაზეთში სატყეო დარგის განვითარებისათვის, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ, საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სატყეო სამმართველოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება ,,საქართველოს ტყის კოდექსით“, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

მუხლი 3.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ვ. ყოლბაია

კრებსითი — სრული ვერსია