,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016046
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2013  წლის   15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №6, 15.04.2010წ., მუხლი 16) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.“.

2.  დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითб აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                ვ. ყოლბაია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია