|
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია. |
| მუხლი 2 |
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 13.07.2012 წ.) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მერიის ადმინისტრაცია; ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური; გ) საფინანსო სამსახური; დ) შესყიდვების სამსახური; ე) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახური; ვ) კულტურის სამსახური; ზ) ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური; ი) ზედამხედველობის სამსახური; კ) ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური; ლ) სახანძრო დაცვის სამსახური; მ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ნ) პრესსამსახური; ო) ეკონომიკური განვითარების სამსახური". 2.მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „8. სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სოციალური მომსახურების,ჯანმრთელობის დაცვის და დასაქმების სფეროში წინადადებების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. შესაბამის სფეროში თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“ 3. მე-13 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი: „81. კულტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის სფეროSი წინადადებების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე შესაბამის სფეროში თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 18 ნოემბრიდან. |
|